19 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
პრემიერმა პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურები წარუდგინა 

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ორი კანდიდატი განიხილება. ვალერი ლომუაშვილის და ლონდა თოლორაიას კანდიდატურები კონკურსის წესით შეირჩა. მათგან ერთ-ერთი თანამდებობაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურები უკვე წარუდგინა. საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. 

ლონდა თოლორაია ამჟამად გახარიას უწყებაში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.

სახელმწიფო ინსპექტორს პარლამენტი ექვსი წლის ვადით აირჩევს.

სახელმწიფო ინსტიტუტის აპარატი სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმია, რომელიც პირველი ივლისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე ამოქმედდება. 

დღის ამბები