19 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ოლიგარქიული მმართველობა და გაუმართავი სასამართლო სისტემა - Freedom house-ის უმწვავესი კრიტიკის ადრესატი ივანიშვილია

არაფორმალური მმართველობა და გაუმართავი სასამართლო სისტემა- Freedom house იმ ორ მთავარ მიზეზს ასახელებს, რომელიც საქართველოს განვითარებას ხელს უშლის. გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციაში კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი და გაუმართავი სასამართლო სისტემა აფერხებენ.

Freedom house-ის ერთ-ერთ დირექტორი, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განმარტავს, რომ ოლიგარქის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე და ხელისუფლების მხრიდან სასამართლოში ჩარევა ის პრობლემებია, რაც საქართველოს ხელს უშლის რეიტინგში საუკეთესო იყოს.

კითხვაზე - რამდენად თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ქვეყანაში, საქართველოს 5 შესაძლო ქულიდან 2 ქულა აქვს. 2 ქულის მინიჭების მიზეზები საქართველოში არავის გაჰკვირვებია. ოპოზიცია  მიიჩნევს, რომ ყველა პრობლემის საფუძველი ამ ქვეყნაში არაფორმალური მმართველობა და ოლიგარქი ივანიშვილია.

სამოქალქო სექტორი მიიჩნევს, რომ ქვეყნის 2 მთავარი გამოწვევა ოლიგარქია და მართული სასამართლო, რაზეც დიდი ხანია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ ხელის გულზე დევს და Freedom house -საც ახალი არაფერი უთქვამს. უბრალოდ დაადასტურა სამოქალაქო სექტორის მუდმივი წუხილი, რომ არაფორმალური მმართველობა და სასამართლოს კონტროლი უმწვავეს პრობლემად რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები