19 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
"გირჩი" ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობას იწყებს 

პოლიტიკურ ორგანიზაციას "გირჩი" ახალი ვებ გვერდი აქვს. გირჩი იწყებს ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობას, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ ყოველდღიურ რეჟიმში, ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სიახლეებს გაეცნონ. 

პარტიის ლიდერის თქმით, უახლოეს თვეებში სატელევიზიო არხი განთავსდება სხვა საკაბელო მაუწყებლების პაკეტებშიც. როგორც სატელევიზიო არხი, ისე ვებგვერდი, ამჟამად სატესტო რეჟიმშია გაშვებული.

”მომდევნო 2 თვის განმავლობაში გაიშლება სხვადასხვა ბლოკები და საბოლოო ჯამში დაახლოებით 2 თვის შემდეგ იქნება უკვე სრულად ფუნქციონირებადი პარტიული ვებ გვერდი, როგორც გითხარით ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო პორტალი გავა. მეორე სიახლე რაც გვაქვს არის ის, რომ გავუშვით „გირჩის“ სატელევიზიო მაუწყებლობა. იდეა გვაქვს, რომ მოვიცვათ რაც შეიძლება ბევრი მაყურებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. საბოლოო ჯამში ამ ორი ინსტრუმენტის გამოყენებით იმედი გვაქვს, რომ გაცილებით მეტ ადამიანამდე მივალთ და გავაგებინებთ იმას, თუ რისი გაკეთება გვინდა ჩვენ და რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ამოვიდეთ ამ წუმპედან რა წუმპეშიც ვართ,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები