19 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ივანიშვილი მოსკოვის აგენტია, საკუთარ თავს ხომ არ გააძევებს? - ექსპერტები საქართველოში რუსულ სადაზვერვო ქსელზე საუბრობენ

ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც საქართველოში რუსული აგენტურის პრობლემაზეა საუბარი, ამავე ორგანიზაციის ექსპერტები ეხმაურებიან.

ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი ვასილი გატოვი აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი რუსული სპეცსამსახურებიდან, გენშტაბის მთავარ სადაზვერვო სამსახურს, ეგრეთწოდებულ ГРУ-ს აქვს.

“დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს აქვს სადაზვერვო ქსელი საქართველოში. ისტორიულად, 1991 წლის შემდეგ, ახლო საზღვარგარეთი, რომელშიც საქართველოც არის შეყვანილი, ГРУ-ს -ს სამიზნეს უფრო წარმოადგენდა, ვიდრე საგარეო დაზვერვის ან ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის. ამ განსხვავების მთავარი საფუძველი არის ის, რომ საზღვრის გამაგრება და თავდაცვა საბჭოთა კავშირის შემდეგ უკვე სამხედრო პრობლემას წარმოადგენს. ГРУ კი ტრადიციულად უფრო სამხედრო კონტექსტს ეყრდნობა. მათთვის საფრთხე უშიშროებისთვის, სამხედრო საფრთხეა,”-განაცხადა ვასილი გატოვმა.

რატომ არ ხდება ევროპის სახელმწიფოებისგან და ამერიკისგან განსხვავებით, რუსი აგენტების გამოვლენა საქართველოში და მათი გაძევება - ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ანალიტიკოსი ანდრეი პიონტკოვსკი ამბობს,  რომ ქართული პოლიტიკის რეალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც სხვა ოლიგარქებივით ფული რუსეთში იშოვა, სხვებისგან განსხვავებით, უპრობლემოდ მოახერხა ფულის რუსეთიდან გამოტანა. პიონტკოვსკის არ უკვირს, რომ დღეს საქართველოში რუსი ოფიცრების გამოვლენის და დაკავების პოლიტიკური ნება არ არის.

Related image„ივანიშვილმა ამისთვის დიდი საქმე შეასრულა. ამ ფულის დახმარებით ის ინარჩუნებს ხელისუფლებას და ბუნებრივია, არის უფრო მეტად ლოიალური მოსკოვის მიმართ. ვის პოლიტიკური ნებაზე ვსაუბრობთ? საქართველოში პოლიტიკური ნება ერთ ადამიანს, ბატონ ივანიშვილს ეკუთვნის. არც იქნებოდა სწორი, მისთვის აგენტი გვეწოდებინა. ის არ არის რუსეთის უშიშროების ოფიცერი. სხვა ბიოგრაფია აქვს და რუსეთისგან ფულს არ იღებს, მას 5 თუ 6 მილიარდი აქვს. თუმცა თავისი საქმიანობით მოსკოვის მიმართ ლოიალურია და ასრულებს იმას, რასაც საჭიროა. არის ამერიკაში ასეთი გამოთქმა: თუ რამე იხვივით დადის და იხვის ხმას გამოსცემს, მაშინ ის იხვია. ობიექტურად, ივანიშვილი სწორედ, რომ მოსკოვის ნამდვილი აგენტია. საკუთარ თავს ხომ არ გააძევებს?,“-განაცხადა ანდრეი პიონტკოვსკიმ.

ანალიტიკოსი ანდერს ასლუნდი მიიჩნევს, რომ რუსული სპეცსამსახურების გაძლიერება ძალიან სახიფათოა. ის ასევე ამბობს, რომ ბევრი ოფიცერი საერთოდ არ არის დამოკიდებული საგარეო დაზვერვაზე და უსაფრთხოების სხვა სამსახურებს ექვემდებარება.

Image result for ანდერს ასლუნდი„ეს ძალიან სახიფათოა. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირს აღიქვამენ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურად და არა საგარეო დაზვერვად. მნიშვნელოვანია შიდა და არა საგარეო დაზვერვა. როგორც ამბობენ, კიევში ბევრია ის, ვინც "სუკს" აწვდიდა ინფორმაციას. ამას თუ ისევ აკეთებენ, ინფორმაციას არა უკრაინის უშიშროებას, არამედ მოსკოვში ФСБ-ს აწვდიან,”-განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსამა ანდერს ასლუნდიმ.

დღის ამბები