19 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
ენმ აჭარის მთავრობას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში, ახალი ახალგაზრდული რეგიონალური ცენტრის შექმნას ეხმაურება. რეზო ხარაზის განცხადებით, აღნიშნული ცენტრი „ქართული ოცნების“ აქტივის დასაქმების მიზნით იქმნება, რაც დანაშაულია.

მისივე ინფორმაციით, რეგიონალური ცენტრი პირველ ეტაპზე აჭარის მთავრობისგან მილიონ შვიდასი ათას ლარს დახარჯავს.

„რაში დაჭირდა თორნიკე რიჟვაძეს ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნა? ჩვენი ინფორმაციით, ეს არის კიდევ ერთი ორგანიზაცია, სადაც თავს მოიყრის „ქართული ოცნების“ აქტივი და ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად აზიარებენ თორნიკე რიჟვაძის აქტივობებს. ეს იქნება ჩვეულებრივ „ბოტების“ ქარხანა, სადაც თორნიკე რიჟვაძის ყველა აქტივობა იქნება გაშუქებული“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რევაზ ხარაზმა.

დღის ამბები