19 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
არ გიდასტურებთ, მე არაფერი ვიცი - მეზვრიშვილი უარყოფს, რომ მისი კანდიდატურა გენერალური პროკურორის პოსტზე განიხილება

მე არაფერი ვიცი - ასეთია ნათია მეზვრიშვილის პასუხი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სწორედ ის ჩაანაცვლებს შალვა თადუმაძეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.

შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პირადად მასთან ეს საკითხი არავის განუხილავს. ნათია მეზვრიშვილი ამბობს, შსს-ში ჯერ რეფორმები აქვს დასასრულებელი. 

„ჩემი ინფორმაციით, რეალობას არ შეესაბამება. ყოველ შემთხვევაში მე არაფერი ვიცი, არ გიდასტურებთ. არ შეესაბამება რეალობას, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა ჩემთან ყოველ შემთხვევაში. სადაც ვმუშაობ ახლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ და ახლა სანამ არ ამოვწურავ ამ რეფორმებს, რომელიც ჩვენ დაწყებული გვაქვს ერთად შსს-ში, მანამდე ვიქნები სამინისტროში,“-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ძალოვან უწყებებში მოსალოდნელ გადაადგილებებთან დაკავშირებით პრესაში ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მოქმედი გენერალური პროკურორი უზენაეს სასამართლოში გეგმავს გადასვლას. სავარაუდოდ შალვა თადუმაძე სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ჩაიბარებს. არსებული ინფორმაციით, თადუმაძეს მეზვრიშვილი შეცვლის. 

  

ამავე თემაზე
დღის ამბები