19 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
ფოთის პორტი, პანკისში ჰესის მშენებლობა და ხელშეკრულება "გაზპრომთან" - ოპოზიციას ეკონომიკის მინისტრთან მწვავე კითხვები აქვს

პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მწვავე დებატებია მოსალოდნელი. სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს ელოდებიან.

ნათია თურნავას ოთხ ძირითად საკითხზე მოუწევს საუბარი. ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემა, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პანკისის განვითარებული მოვლენები და "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულება.

„ევროპულ საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით, ის, რაც ფოთის პორტთან დაკავშირებით მოხდა, ადასტურებს, რომ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს.

Image result for სერგო რატიანი“ჩვენ არ გვყავს ნორმალური ხელისუფლება მას მართავს არაფორმალური ლიდერი. პანკისშიც იყო უმძიმესი და მიზანმიმართული შეცდომები დაშვებული. ჯერ იყო და აქ შეგვიძლია ვისაუბროთ სერიოზულ კორუფციაზე,“-აცხადებს სერგო რატიანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ერთი სცენარის ნაწილი იყო. გოცირიძის თქმით, ამ სცენარის მიზანს ინვესტორების დაფრთხობა წარმოადგენდა, რაც ანაკლიის პორტის მშენებლობას ჩაშლიდა. მისთვის წარმოუდგენელია, რომ ეკონომიკის მინისტრს არ სცოდნოდა რომ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყებად ნებართვა გაიცა.

Image result for რომან გოცირიძე"იკვეთება სერიოზული დანაშაული თუკი ადამიანმა გასცა მიწის გამოყენების ნებართვა მათ შორის იქ იყო არამარტო კერძო სახელმწიფო მიწაც მოქცეული ამ ნებართვაში,როგორ არ იცოდა მთავრობამ,“-ამბობს გოცირიძე.

ფოთის პორტი პანკისის მოვლენები ჭიათურის გაფიცვა - ეს არის ის საკითხები, რომელთა შესახებაც კითხვები აქვს „ქართლი ოცნების“ ყოფილ წევრს დავით ჭიჭინაძეს. მისი თქმით, ნათია თურნავას წარსული საქმიანობა მის გულწრფელობასთან დაკავშირებით ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. 

Image result for დავით ჭიჭინაძე„განსაკუთრებით მე მაინტერესებს, ქალბატონი მინისტრი თუ გრძნობს მინისტრობაში სხვა პასუხისმგებლობას, ვიდრე ის წინა ცხოვრებაში გრძნობდა პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ მის განვლილ ცხოვრებაში ბევრი კითხვა არსებობს გულწრფელობასთან დაკავშირებით,“-ამბობს ჭიჭინაძე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა კითხვებიც ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას შეეხება.

Image result for რომან კაკულია„შეიძლება კი გაუქმდა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ კითხვები არ არის მხოლოდ ამ გადაწყვეტილებასთან, რა პროცესის ნაწილი იყო ეს გადაწყვეტილება?-ჩვენც გვაქვს ეს შეკითხვა და იმედი გვაქვს ,რომ ქალბატონი ნათი ამ კითხვას უპასუხებს,“-აცხადებს კაკულია.

დღის ამბები