19 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
კალაძის ცოლის ნათესავები მუნიციპალიტეტებში - "ევროპული საქართველო" პარლამენტში მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვს

„ევროპული საქართველოს” ლიდერები საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობენ. პარტიაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" მალავს თუ რამდენი პირი ჰყავს დასაქმებული მუნიციპალიტეტების აიპპ-ებსა და სსიპ-ებში და რა თანხა იხარჯება მათი ნათესავების შრომის ანაზღაურებისთვის.

„ყველა რაიონში ნეპოტიზმის და კორუფციის პრობლემა დგას ძალიან მწვავედ. მაგალითად იგივე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, თავის ბიძაშვილს ზურა ტაბაღუას ნიშნავს, ყველაზე უფრო დიდ ბიუჯეტიან სამსახურში, ეს არის ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამსახური. მძიმე  ფაქტებია ასევე აღმოჩენილი და შესწავლილი ქუთაისში სადაც ქუთაისის გუბერნატორის მოადგილეებს საკუთარი ნათესავები დასაქმებული ჰყავთ სხვადასხვა აიპპ-ებსა და სსიპ-ებში. თბილისშიც ამ მხრივ არის ძალიან მძიმე სიტუაცია. მაგალითად საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავამ  საკუთარ გამგეობაში სამსახური მისცა კახი კალაძის მეუღლის დეიდაშვილს. მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ კახა კალაძის მეუღლის ბიძა დანიშნა,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

"ევროპული საქართველო" პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც მუნიციპალიტებებში არსებულ პრობლემებზე იმუშავებს. 

„ჩვენ ვაპირებთ საქართველოს პარლამენტს მივმართოთ მოთხოვნით, შეიქმნას მოკვლევის ჯგუფი რომელიც გაერკვევა საკითხში და დაადგენს რეალურია თუ არა  რომ დაახლოებით 350-400 მილიონი ლარი ხმარდება ყოველწლიურად ბიუჯეტიდან ქართული ოცნების ჩინოვნიკებს. ეს არის მათშორის სისხლის სამართლის დანაშაული. და მოკვლევის მოთხოვნასთან ერთად და მის შედეგებიდან გამომდინარე ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საქართველოს პროკურატურასაც,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები