პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კალიფორნიაში - მამუკა ბახტაძე თანამეგობრობის კლუბში სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა თავის სიტყვაში ყურადღება საქართველოში არსებულ შესაძლებლობებსა და აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა. მამუკა ბახტაძემ ასევე, განათლებაში კაპიტალდაბანდების ზრდაზე, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში ინოვაციების დანერგვის პროცესსა და ეკოსისტემის შექმნაზეც ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.