19 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
გოგიჩაიშვილი თურნავას: მოგწონთ ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, რომ მინისტრმა არ იცის ნახევარმილიარდიანი ნებართვის შესახებ?

მოგწონთ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება, რომ მინისტრმა თვენახევრის განმავლობაში არ იცის ნახევარმილიარდიანი ნებართვის შესახებ? - ეს შეკითხვა საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას დაუსვა. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხით დაინტერესდა.

დაკავშირებული სურათი„როგორც მოახერხეთ, რომ ერთი თვის განმავლობაში საქმის კურსში არ იყავით ნახევარმილიარდიანი პროექტის შესახებ, რომელიც შეიძლება განხორციელებულიყო ამ ნებართვის შედეგად? მაინტერესებს, ნორმალურად მიგაჩნიათ მმართველობა ქვეყანაში, როდესაც დანიშნულმა მინისტრმა თვენახევრის განმავლობაში არ იცის, რომ ნებართვა არის გაცემული, რომელიც არის ნახევარმილიარდიანი პროექტის? მოგწონთ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება, რომ მინისტრმა თენახევრის განმავლობაში არ იცის ნახევარმილიარდიანი ნებართვის შესახებ,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ნათია თურნავამ კი ყურადღება გაამახვილა მინისტრის მოქმედებაზე. მისი თქმით, მთავარია რა ნაბიჯები გადადგა ეკონომიკის მინისტრმა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დაწყების ნებართვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სამინისტროს რეაგირება ადეკვატური და მყისიერი იყო.

Image may contain: 1 person„მთავარია, რა მოიმოქმედა მინისტრმა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ არის მსგავსი პროექტი დაწყების სტადიაზე, არა სამშენებლო ნებართვა, რასაკვირველია, მაგრამ თუნდაც ის წინასწარი დოკუმენტი, რაც იყო გაცემული. ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი და ადეკვატური. რა თქმა უნდა, მიუღებელია, რა თქმა უნდა, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი გამოწვევა, რომ შემდგომში მსგავსი სიურპრიზები იყოს თავიდან არიდებული. რაც მთავარია, შედეგი, დღეს ეს დოკუმენტი არ არსებობს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები