19 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ვისურვებდი, რომ ნაკლები ემოციებით წარიმართოს ასეთი მსჯელობა - თურნავა დეპუტატებთან შეხვედრას აფასებს

ეკონომიკის მინისტრის ხანგრძლივი და ხმაურიანი დებატები პარლამენტში ისე დასრულდა, რომ ოპოზიციამ ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. ნათია თურნავა მინისტრის რანგში საკანონმდელო ორგანოში პირველად მივიდა, თუმცა ყველა მწვავე და მნიშვნელოვან თემაზე, რომელზეც მინისტრისგან განმარტების მოსმენა ოპოზიციის წევრებს სურდათ, ნათია თურნავა მხოლოდ დუმილით პასუხობდა.

განსხვავებულია ეკონომიკის მინისტრის პოზიცია. მისი თქმით, მან დეპუტატების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. თურნავა იმედოვნებს, რომ მომავალში მსგავსი მსჯელობა ნაკლებად ემოციურად წარიმართება. 

„ბევრი კითხვა იყო, მათ შორის ბევრი მწვავე კითხვა. მე ვფიქრობ, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი. სხვა საქმეა, რომ ვიღაცას ჩემი პასუხი არ მოეწონა და რაღაცა სხვას ელოდა. ზოგადად ვისურვებდი, რომ ნაკლები ემოციებით წარიმართოს ასეთი მსჯელობა, უფრო მეტად პროფესიონალური იყოს. ვისურვებდი, უფრო მეტი დრო დაგვეთმო ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტებზე საუბრისას. გაგვეცნო, თუ რას ვაკეთებთ სიღარიბის დაძლევის მიმართულებით, ინვესტორებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპის განმტკიცების მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დღის ამბები