რუსი ჟურნალისტები და ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მოსკოვში დაკავებული გამომძიებელი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. სასამართლომ ივან გოლუნოვის აღკვეთი ღონისძიების საკითხზე გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.
ინტერნეტგამოცემა ”მედუზას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა მოსკოვში ორი დღის წინ დააკავეს და სცემეს. გამოძიება მას ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს. დაცვის მხარე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
ადვოკატების მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალება გოლუნოვს მანქანაში დაკავების დროს ჩაუდეს. 36 წლის ჟურნალისტი თავისი საგამოძიებო საქმიანობით არის ცნობილი. ის ხშირად მოსკოვის პოლიტიკურ ელიტაში კორუფციის ფაქტებს ამხელდა.