„ეს კანონი, ფაქტიურად, უქმნიდა სრულ კომფორტს მმართველ უმრავლესობას, რომ პარლამენტში დაემტკიცებინა უზენაესი სასამართლოს ის შემადგენლობა, რომელიც მის პოლიტიკურ დღის წესრიგს შეასრულებდა,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
უზენაესი სასამართლოს მოსამათლეობის მსურველთა სიის შემადგენლობას ოპოზიციის წევრების მხიდან პროტესტი მოჰყვა.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პირველივე ეტაპმა დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი სწორედ მათთვის და სასამართლო კლანისთვის სასურველი კანდიდატების გაყვანას ცდილობს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ სურს, რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და ივანიშვილის პარტიის მთავარი მიზანი მოსამართლეების სრული მორჩილებაა.
„მე ეჭვი მეპარება, რომ დღევანდელი მმართველი უმრავლესობის პირობებში საპარლამენტო პროცედურის გავლის დროს მოხერხდეს შესაბამისად, მიუღებელი კანდიდატების, ასე ვთქვათ, გაცხრილვა ამ სიიდან, იმიტომ, რომ მმართველი უმრავლესობა შეასრულებს იმ პოლიტიკურ დაკვეთას, რასაც მიიღებს უზენაესი სასამართლოს ფორმირების თაობაზე,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.