19 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
გამოცოცხლდნენ ანტიქართული მტრული ძალები მეზობელ სომხეთშიც - შალვა ნათელაშვილი

"საქართველოს მთავრობამ ამ დღეებში მოიწვია სომხეთის ახლადარჩეული პრემიერი პაშინიანი თბილისში და ვიზიტი გაასაიდუმლოვა სრულიად, რაზე მოილაპარაკეს, რა გარიგება შედგა, რის გაჩუქებას აპირებენ," - ეს განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მთავრობამ ნიკოლ პაშინიანი საქართველოში მოიწვია, თუმცა შევხედრის დეტალები გაასაიდუმლოა. 

შალვა ნათელაშვილი ვარაუდობს, რომ პროვოკაციისთვის რუსეთმა შესაძლოა, ჯავახეთი გამოიყენოს და ვითარება დაიძაბოს. 

„გამოცოცხლდნენ ანტიქართული მტრული ძალები მეზობელ სომხეთშიც. რისი დასტურიც არის ამ დღეებში ჩატარებული ე.წ. ტელემარათონი ერევანსა და კალიფორნიაში ჯავახეთის კულტურულ აღორძინებაზე. კარგად გამოიბერტყოს ყური, ეს ვისაც ეხება, უპირველესად საქართველოს მთავრობა რომ ჰქვია, რომელმაც ამ დღეებში მოიწვია სომხეთის ახლადარჩეული პრემიერი პაშინიანი თბილისში და ვიზიტი გაასაიდუმლოვა სრულიად. რაზე მოილაპარაკეს, რა გარიგება შედგა, რის გაჩუქებას აპირებენ, რის მითვისებას აპირებენ კიდე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის წამალი არის ხელისუფლების ძალიან სწრაფი შეცვლა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები