19 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პირველ ეტაპზე გადაიკეტება აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით სავალი ნაწილი. ერთი თვის განმავლობაში გზის მეორე ნაწილში მანქანები დროებით ორმხრივად იმოძრავებენ. საავტომობილო ნაწილთან ერთად, იგეგმება ბორდიურების და ტროტუარის განახლებაც, მოეწყობა გამყოფი ხაზიც. სამუშაოები, დაახლოებით, 80 დღის განმავლობაში გაგრძელდება და თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„ეს არის ევროპის ქუჩა სამგორის რაიონში აეროპორტიდან ამოსასვლელი, რომელიც მოწესრიგდება მთლიანად. განახლდება გამწვანება, განათების ბოძები, ასფალტის საფარი და საფეხმავლო ბილიკები. როდესაც ტურისტები ჩამოდიან, სწორედ ამ ქუჩით შემოდიან ქალაქში და გვინდა, რომ მოწესრიგებული და გალამაზებული იყოს“, - განცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

დღის ამბები