19 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
„განათლების სამინისტრომ სკოლებს განვითარებაში მხარი უნდა დაუჭიროს" - ირინა აბულაძე

„სკოლების თვითშეფასება განვითარებისთვის" -  ამ სახელწოდებით "ქორთიარდ მერიოტში" კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა სკოლის პედაგოგები ესწრებიან, რომლებიც ერთმანეთს სიახლეებს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტი სამ ეტაპად ჩატარდება და მთელ საქართველოს მოიცავს.

„სკოლების შეფასების ნაწილში თვითშეფასების კომპონენტი უმნიშვნელოვანესია, რადგან სკოლამ თავად უნდა გაიაზროს ის ძლიერი და სუსტი მხარეები, რომელიც აქვს აკადემიური, მენეჯმენტის თუ სხვა მიმართულებით. თავად იმსჯელოს და იფიქროს თუ რა უნდა გააკეთოს, რომ გაუმჯობესდეს და ცხადია, განათლების სამინისტრომ მხარი უნდა დაუჭიროს სკოლებს განვითარებაში,“- განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ. 

 

დღის ამბები