19 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ბათუმი "World Travel Awards-ის" ჯილდოზეა წარდგენილი

დღეს გაირკვევა, შეძლებს თუ არა ბათუმი ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის მოპოვებას. პორტუგალიაში, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ "World Travel Awards-ის" ჯილდოზე ბათუმი პირველადაა წარდგენილი და ტიტულის მოსაპოვებლად მას მსოფლიოში ცნობილ ქალაქებთან კონკურენცია უწევს.

ღონისძიებას პორტუგალიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი დელეგაციის წევრებთან ერთად ესწრებიან.

დაჯილდოვება პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება, სადაც საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებსა და ქვეყნებს დაასახელებენ.

„ბათუმი არის წარდგენილი ძალიან მნიშვნელოვან ნომინაციაზე. ეს არის ევროპის წამყვანი ნომინაცია, ე.წ. ტურიზმის ოსკარად წოდებული ნომინაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება როგორც რეგიონისთვის, ქალაქისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. 

 

დღის ამბები