26 აპრილი 2024,   13:46
ვრცლად
სამი თაობის ადამიანები მიდგანან გვერდში და თავის ვეებერთელა შრომას აქსოვენ ჩვენს საერთო გამარჯვებაში - ლადო კახაძე

მთაწმინდის ოლქში მეორე ტურის არჩევნები ხვალ გაიმართება. მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი მადლობას უხდის საკუთარ გუნდს მხარდაჭერისთვის. ლადო კახააძეს გამარჯვების იმედი აქვს.

„მე არ შემიძლია, რომ დიდი მადლობა არ ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველ ტურში ხმა მომცა. ყველა იმ ადამიანს მინდა, მადლობა ვუთხრა, ვინც მეორე ტურის წინ გააქტიურებულია. ცალკე თავია ჩემი გუნდი, ცალკე თავია ის ოჯახი, ის პარტია, მე ამას ოჯახს ვეძახი, სადაც სამი თაობის ადამიანები მიდგანან გვერდში და თავის ვეებერთელა შრომას და ენერგიას აქსოვენ ჩვენს საერთო გამარჯვებაში. მიიღეთ ჩემგან დიდი მადლობა. პატივი და ღირსებაა თქვენთან ერთად ნებისმიერ საქმეში შეჭიდება და გამარჯვებით დაგვირგვინება“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ლადო კახიძის დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძეც.

„მეორე ტურს რაც შეეხება, კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ მთაწმინდელების მხარდაჭერით აუცილებლად გაიმარჯვებს ბატონი ლადო კახაძე, სხვაობა იქნება დიდი, მე ამაში დარწმუნებული ვარ. იმიტომ, რომ მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და თანადგომა. ეს რამდენიმე დღის წინ დებატებშიც გამოჩნდა, სადაც ბატონმა ლადო კახაძემ აჩვენა რეალური სახე ბატონი შალვა შავგულიძის“, - განაცხადა კახა კალაძე.

დღის ამბები