19 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ხვალ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მილიცია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი ცხინვალის რეგიონში ხვალ დაგეგმილი ე.წ. საპარლამენტო არჩევნებია. გავრცელებული ცნობით, ხვალ ოკუპირებულ რეგიონში საზოგადოებრივ წესრიგს შინაგან საქმეთა სამინისტროს 800 თანამშრომელი დაიცავს, 11 ივნისამდე ჩაკეტილი იქნება ე.წ. საზღვარიც.

საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, სიჩუმის დღე სამხრეთ ოსეთში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ე.წ. პარლამენტში მოსახვედრად სულ 188 კანდიდატი იბრძვის. საარჩევნო უბნები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დილის 8 საათზე გაიხსნება.

დღის ამბები