სანდრა რულოვსი წინასაარჩევნო კამპანიას აფასებს. მისი თქმით, საარჩევნო პროცესი დაძაბულად მიმდინარეობდა და ხელისუფლება ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა. მისი თქმით, შუალედური არჩევნების წინაც ხელისუფლებამ იგივე მეთოდები გამოიყენა, რასაც პირველი ტურის წინ ჰქონდა ადგილი.
ყველა ხმა მნიშვნელოვანია! წადი არჩევნებზე - ამ ლოზუნგით ამ წუთებში სულხან საბას ბაღში აქცია-კონცერტი იმართება. კონცერტზე იმყოფებიან "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა შავგულიძე, მოძრაობის წევრები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ასევე ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი, სანდრა რულოვსიც.
„აქაც მეორდება იგივე სიტუაცია, რაც ზუგდიდში. აქაც არის მოსყიდვა, დაშინება ხალხის, სოციალურად დაუცველებზე ზეწოლა ხდება. ეს არის ძალიან დასანანი, მაგრამ თუ ბევრი ხალხი მოვა, გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და არ შეეშინდება, მაშინ გვაქვს შანსი, რომ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს ხვალ“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტური მთაწმინდის ოლქში ხვალ გაიმართება.