"როცა ნახა, რომ კონკურენციაა მინიმუმ და რომ წაგების დიდი შანსი აქვს, მერე ჩაირთო კლასიკური ივანიშვილის გუნდის ტალახის სროლა,“ - ეს განცხადება ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ლადო კახაძის შესახებ გააკეთა.
ოპოზიციის წევრმა მთაწმინდაზე ხვალ დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურის წინ განვითარებული პროცესები შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ბინძური კამპანია მიმდინარეობდა.
„ეს ბინძური კამპანია არის ერთი ადგილიდან კოორდინირებული, რესურსებით დახუნძლული, ანუ ივანიშვილის გუნდის კამპანია. ამის გვირგვინი იყო, ჩვენ ვნახეთ ეს უსინდისო და უპრინციპო კლოუნი, ბატონი კახაძე დებატებში, ალბათ, იხილეთ, რომელიც ტიპიურ ამ სიბინძურეს და ცილისწამებას ისროდა. მინდა, გაგახსენოთ, რომ კამპანიის დასაწყისში, როცა მას და ივანიშვილის გუნდს ეგონა, რომ ადვილად იგებდნენ, მან გააკეთა განცხადება, რომ ყველას პატივს ვცემ, ყველასთან უნდა ვითანამშრომლოო, მერე როცა ნახა, რომ კონკურენციაა მინიმუმ და რომ წაგების დიდი შანსი აქვს, მერე ჩაირთო კლასიკური ივანიშვილის გუნდის ტალახის სროლა, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.