19 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
"ქართული ოცნების" კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მეთორმეტე უბანზე დააფიქსირა

მთაწმინდის მეთორმეტე უბანზე რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც მისი პოლიტიკაში დაბრუნება გაუხარდა და მას მხარი დაუჭირა. 

კახაძემ აღნიშნა, რომ მთაწმინდელები ელიან ცვლილებებს, შენობების რეაბილიტაციას, ურბანულ განვითარებას. მისი თქმით ნებისმიერ დარღვევაზე აუცილებლად დაიწერება საჩივარი. 

„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ საარჩევნო პერიოდში ჩემთან ერთად, მხარეს ან ჩემს ოპოზიციის მხარეს იდგა. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს მობრუნებას პოლიტიკაში ხელი შეუწყო, ვინც ჩემს ოჯახს და იმ გუნდს, რომელსაც მე წარმოვადგენ, "ქართულ ოცნებას," მთაწმინდის ნაწილს, ამ უმშვენიერეს უბნის ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ განახლება აუცილებლად დაიწყება. განახლება იმ გაგებით, რასაც მათი  ურბანული კუთხით დანახული შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებისა და მათი რეაბილიტაციის საკითხები დაიწყება. თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ამას აუცილებლად, საჩივრის სახით დააფიქსირებს მოსახლე და მას განიხილავს შესაბამისი ინსტანცია,“ - განაცხადა ლადო კახაძემ. 

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში მთაწმინდაზე რთმანეთს "ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძე, "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატებიდან" კი შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან. 

 

დღის ამბები