ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პარლამენტს ირჩევენ. რეგიონში 73 საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა. 1 უბანია გასნილი მოსკოვში და კიდევ ერთი ოკუპირებულ აფხაზეთში. ე.წ. პარლამენტში მოსახვედრად საოკუპაციო რეჟიმის 188 წარმომადგენელი იბრძვის. კენჭისყრასთან დაკავშირებით ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. დროებით ჩაიკეტა ადმინისტრაციული საზღვარიც. საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლა 2 დღის განმავლობაში შეზღუდული ექნებათ.