19 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
კეთდება გარკვეული უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან არარსებულ დარღვევებთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე არჩევნებს აფასებს

არჩევნების მეორე ტურს "ქართულ ოცნებაში" საგანგებო ბრიფინგით ეხმაურებიან. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 10:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩევლის აქტივობის მაჩვენებელი 31%-ით უფრო მაღალია. კობახიძე მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ოპონენტებზე და ისინი უსაფუძვლო ბრალდებებში დაადანაშაულა. 

"კეთდება გარკვეული უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან, რასაც ჩვენ ვართ მიჩვეული მთელი ამ წლების განმავლობაში. არარსებულ დარღვევებთან დაკავშირებით კეთდება განცხადებები და არის პროცესში გარკვეული დაძაბულობის შეტანის მცდელობა. ამასაც მიჩვეული ვართ და ვიცით რისი ნიშანიც რის ხოლმე ეს, ეს არის ყოველთვის იმის ნიშანი, რომ ჩვენი ოპონენტები იბრძვიან არა გამარჯვებისთვის, ისინი ემზადებიან ხოლმე გარდაუვალი დამარცხდებივთვის,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას უბნებზე სიებით მისულ აქტივისტებთან დაკავშირებით. კობახიძე აცხადებს რომ ამაში კანონდარღვევას ვერ ხედავს და ეს არის უბრალოდ ამომრჩევლების მობილიზება. მისი თქმით, მთავარია ეს მობილიზება არ გადაიზარდოს ზეწოლაში, სხვა შემთხვევაში მათ არანაირი შეზღუდვა არ აქვთ. 

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში მთაწმინდაზე რთმანეთს "ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძე, "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატებიდან" კი შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან. 

 

დღის ამბები