„ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, რომ თუკი ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის პირობებში, ხელისუფლებას, შესაძლებლობა ექნება რომ საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს მაჟორიტარად. შალვა შავგულიძე მთაწმინდელ ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
„ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის პირობებში, ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს პარლამენტის მაჟორიტარად. მაგრამ, თუ ამომრჩეველი, რომელიც აღარ ენდობა ივანიშვილის ხელისუფლებას და მიაჩნია, რომ ის შესაცვლელია და ასეთია მთაწმინდის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და დააფიქსირებს თავის პოზიციას, ასეთ შემთხვევაში, დღეს, მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა. მე მჯერა, რომ ვერის, მთაწმინდის, სოლოლაკის და ოქროყანის ამომრჩეველი, დღეს ამას გააკეთებს,“ - აცხადებს შალვა შავგულიძე.
უკვე 4 საათია, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 31-ვე საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა. მეორე ტურში ერთმანეთს "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი, შალვა შავგულიძე და ხელისუფლების კანდიდატი ლადო კახაძე უპირისპირდებიან. ორივე კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.