19 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
ხმაური ცესკო-სთან - ელენე ხოშტარიას და ნინო გოგუაძეს, თამარ ჟვანიასთან შეხვედრაზე არ უშვებდნენ

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაციის დროს აღმოჩენილი დარღვევების გასარკვევად დღეს დილით, ევროპული "საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები თამარ ჟვანიასთან შესახვედრად მივიდნენ. ელენე ხოშტარია და ნინო გოგუაძე, ცესკო-ში მცირე დაპირისპირების და ხმაურის შემდეგ შეუშვეს. თამარ ჟვანიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ საარჩევნო სიებში არსებულ უზუსტობის გამოსწორების დაპირება მიიღო.

„გაუგებარი არის საერთოდ რატომ დასჭირდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრა იმ ელემენტარულ რამეს, რომ ყველა ადამიანი იყოს გადამოწმებული სიაში არის თუ არა უბანზე. გაუგებარია აქ ბარიერები რატომ შეგვიქმნეს საერთოდ. ახლა აი ამ ძალიან უსაგნო კამათის შემდეგ, რომელიც კანონით უკვე რეგულირდება, მივაღწიეთ შეთანხმებას და ინსტრუქციას გასცემს ცესკო, რომ ყველა ადამიანი გადამოწმდეს სიით, კედლის სიით და მერე პლანშეტით თუ იქნება ეჭვი,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები