19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
არის შანსი, ავირჩიოთ პარლამენტში ადამიანი, რომელიც გამორჩეული იქნება საკუთარი წესიერებით - დავით ბაქრაძე  

არის შანსი, ავირჩიოთ პარლამენტში ადამიანი, რომელიც გამორჩეული იქნება საკუთარი წესიერებით და პროფესიონალიზმით - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა შავგულიძის შესახებ გააკეთა.

დავით ბაქრაძის თქმით, ახლა არის შესაძლებლობა, ქვეყანა უკეთესი გზით წავიდეს და ის უძრაობა შეიცვალოს, რომელიც დღეს არის. მისი თქმით, ამომრჩეველს დღეს მკაფიო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვს. 

„ერთ მხარეს არის უძრაობა, უპერსპექტივობა, ზიზღზე, დაპირისპირებაზე და წარსულის ნგრევაზე აგებული პოლიტიკა, ხოლო მეორე მხარს არის შანსი, შევცვალოთ ეს ყველაფერი, წავიყვანოთ ქვეყანა წინ და ავირჩიოთ პარლამენტში ადამიანი, რომელიც მართლაც გამორჩეული იქნება საკუთარი წესიერებით და პროფესიონალიზმით. "ქართული ოცნების" საფირმო სტილია, რომ არჩევნების დღემდე ხდება ხოლმე ე.წ. უბნების დალაგება. ეს „დალაგება“ მიმდინარეობდა ამჯერადაც. იმედი მაქვს, ხმის მიცემის დროს, ყველა ამ ადამიანს გაახსენდება, რომ ცხოვრება არ შედგება არჩევნებამდე სამი დღისგან. ცხოვრება შედგება წლებისგან, როდესაც "ქართულ ოცნებას" არაფერი არ გაუკეთებია მათთვის, მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად და იმედი მაქვს, რომ ყველა ეს ადამიანი მხარს დაუჭერს ცვლილებებს და მათი ცხოვრების უკეთესობას,“ - განაცხადა დავთ ბაქრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ღიად დაასახელა კანდიდატი, ვისაც არჩევნებზე მხარი დაუჭრია.

„არ ვიქნები ბანალური და პირდაპირ ვიტყვი, ხმა მივეცი ბატონ შალვა შავგულიძეს. მიმაჩნია, ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა, როგორც მინიმუმ არის ძალიან უხერხული და ზნეობრივ კომპრომისზე წასვლაა, როდესაც ხმის მიცემა შეიძლება მოგიწიოს მურუსიძეზე. მე არაფერს არ ვერჩი ბატონ ლადო კახაძეს, მით უფრო ვიცნობ მას პირადად. უბრალოდ, მე ბატონი შავგულიძეს მოწინააღმდეგედ, საარჩევნო კამპანიაში დავინახე ყველა, გარდა რომელიმე კანდიდატისა "ქართული ოცნების" მხრიდან,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

დღის ამბები