19 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
არჩევნები მთაწმინდაზე - "ქართული ოცნება" დარღვევებს, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, კომიკურს უწოდებს  

ჩვენი ოპონენტები კვლავ ცდილობენ, აბსურდული ბრალდებებით, შეულახონ იმიჯი და მოახდინონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია - ეს განცხადება უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკავძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.  

"ქართული ოცნება" დარღვევებს, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, კომიკურს უწოდებს და მთაწმინდის ამომრჩეველს არწმუნებს, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდად და დემოკრატიულად მიმდინარეობს.

მმართველი გუნდის ლიდერი, მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სახელისუფლებო პარტიისთვის მნიშვნელოვანია, მათმა კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს. 

„ჩვენი ოპონენტები, მათი წარმომადგენლები, როგორც ხედავთ, წინასაარჩევნო პროცესში დაწყებულ კამპანიას აგრძელებენ და კვლავ ცდილობენ, აბსურდული ბრალდებებით, შეულახონ იმიჯი და მოახდინონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია. ეს უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩება, მაგრამ ერთი შეხედვით, მთელმა საზოგადოებამ ნახა ეს ჩანაწერები, რომელიც უფრო იუმორისტულ ვიდეოს ჰგავს და მე მგონი, თვითონ ოპოზიციის რიგებშიც ცოტა არის ისეთი ადამიანი, ვისაც დღეს ჰგონია და სჯერა, რომ არჩევნებში გამარჯვება ასეთი სცენარებით არის შესაძლებელი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

 

  

დღის ამბები