მე მინდა მოვუწოდო "ქართულ ოცნებას," რომ კრიმინალებთან ერთად ნუ ცდილობენ ამ არჩევნების ბედის გადაწყვეტას - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა გააკეთა.
ირმა ნადირაშვილმა პირდაპირ ეთერში მე-17 უბანზე გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინა, სადაც ასახულია, როგორ გადაადგილდება დავით იმნაძე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე. მასალაში ჩანს, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი მას კითხვას უსვამს, საპასუხოდ, დავით იმნაძე უცენზურო სიტყვებით მიმართავს.
„ტელემაყურებლებმა და ჟურნალისტებმაც ნახეთ, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტი, დავით იმნაძე პირდაპირ ცდილობდა რომ ზეგავლენა მოეხდინა ამომრჩევლის ნებაზე. იმის ნაცვლად, რომ ბატონი დავითი, ამ წუთებში იჯდეს პოლიციის შესაბამის განყოფილებაში და ახსნა-განმარტებებს იძლეოდეს რატომ მოიქცა კანონის საწინააღმდეგოდ, რატომ ცდილობდა, რომ ლადო კახაძის სასარგებლოდ გაეკეთებინებინა ამომრჩევლისთვის არჩევანი, ამის ნაცვლად მე მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, რომელიც ჩვენმა წარმომადგენლებმა გადაიღეს მმე-17 უბანზე. ბატონი დავითი არც პოლიციის უბანშია, არც რამე საყვედური მიუღია, უბრალოდ გამოიცვალა თავისი მაისური, დაბრუნდა ისევ მე-17 უბანზე და მისი რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა,“ - ამბობს ირმა ნადირაშვილმა.
ირმა ნადირაშვილის თქმით, საარჩევნო უბნებთან მძიმე ვითარებაა და ყველგან, კრიმინალური ელემენტები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან. მან ამომრჩევლებს მოუწოდა, მივიდეს საარჩევნო უბნებთან და ღირსეული კანდიდატის სასარგებლოდ ხმა დააფიქსიროს.
„როდესაც ბატონი დავითი აქ დაბრუნდა და თავისი საქმიანობა გაგრძელებას ცდილობს, ეს აბსოლუტურად უკარგავს ფასს „ქართული ოცნების“ ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგს, სადაც ისინი გვეუბნებოდნენ და გვპირდებოდნენ, რომ აუცილებლად ყურადღებით მოეკიდებოდნენ მე-17 უბანზე მომხდარ ინციდენტს და შესაბამისად, ამ ფაქტის გამოძიება იქნებოდა დაწყებული. საერთოდ კლიმატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს შექმნა საარჩევნო უბნებზე, არის ძალიან მძიმე. ყველგან კრიმინალური ელემენტები დგანან "ქართლი ოცნების" ხელისუფლების ოფიციალურად წარმომადგენლებთან ერთად,“ - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.