„ქართულ ოცნება“ ეუთო-ს რეკომენდაციების მიმართ მაინც და მაინც პატივისცემით არ არის გამსჭვალული - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანმა გააკეთა. გიორგი კანდელაკი იმ პროცესებს ეხმაურება, რომელიც დღეს, მთელი დღის განმავლობაში, მთაწმინდაზე, საარჩევნო უბნებზე ვითარდებოდა.
გიორგი კანდელაკი, საარჩევნო უბნების სიახლოვეს "ძველი ბიჭების" მობილიზებასაც აკტრიტიკებს.
„ეს კონცენტრაცია, ძველი ბიჭების, ამ ხალხის კონცენტრაცია უბნების უშუალო სიახლოვეს, ამ სიებით, ტელეფონებით, ცუდია, კარგი როგორ არის. ეუთო-ს დასკვნაშიც ეს წერია და რეკომენდაციებში, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. ის, რომ ეს ხალხი დღეს არის ისევ უბნის უშუალო სიახლოვეს, ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნება“ ეუთო-ს რეკომენდაციების მიმართ მაინც და მაინც პატივისცემით არ არის გამსჭვალული. მაგრამ, ესეც ვეღარ შველის "ქართულ ოცნებას" და ადამიანები მაინც მოდიან, მათ შორის მათ მიერ მოყვანილი ადამიანებიც აძლევენ ხმას შალვა შავგულიძეს,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.