1,28,8000 - ეს ის ციფრებია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში საჯარო გამოსვლის დროს დაასახელა. მამუკა ბახტაძემ განმარტა, რომ ამ ციფრებში გამოსახულია საქართველოს ისტორია, წარმატება, მნიშვნელობა. მამუკა ბახტაძის განმარტებით, რიცხვი 1-ეს არის პირველი ქალი პრეზიდენტი. 28 კი საქართველოს დამოუკიდებლობას აღნიშნავს. ანუ ზუსტად ამდენი წელი გავიდა რაც საქათველოს საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლდა.
8000 კი ქართული მეღვინეობის ტრადიციას აღნიშნავს ზუსტად ამდენი წელია ქვეყანა მეღვინეობას ეწევა.
P.S.-ის ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი შეეცადა საქართველოსთან მაიდენტიფიცირებელი ის ციფრები წარმედგინა, რომელიც კალიფორნიაში პრემიერს არ დაუსახელებია.
საუბარია იმ ციფრებზე, რომელიც ჩინოვნიკების ხელფასებს, ბიუროკრატიულ ხარჯებს, გაზრდილ გადასახადებს და გაუფასურებულ ლარს გამოსახავს.