19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
უპასუხისმგებლო მერის, უპასუხისმგებლო განცხადება - ნინო გოგუაძე "ოცნების" კანდიდატის გამარჯვებაზე კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება

ეს არის უპასუხისმგებლო მერის, უპასუხისმგებლო განცხადება-ასე ეხმაურება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ნინო გოგუაძე კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ წინასწარი მონაცემებით „ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს.

ნონო გოგუაძე აცხადებს, რომ მთელი საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა ისედაც კალაძისეული სქემით - ძველი ბიჭების ჩართულობით, თუმცა მას სიურპრიზები ელის.

„ეს არის კალაძისეული სქემა. მათი ღირსების საქმე იყო ამ ძველი ბიჭებით არჩევნების მოგება. არანაირ პროცედურებს არ ელოდებიან. დათვლილი ჰყავთ ის ხალხი, რომელიც თვითონ მოიყვანეს მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ხალხშიც კი რომელიც თვითონ მოიყვანეს ასე მათ რომ ჰგონიათ ძალიან ბევრი სიურპრიზი დახვდებათ. ასე რომ ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო მერის, უპასუხისმგებლო პარტიის გენერალური მდივნის, უპასუხისმგებლო განცხადება,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კი კიდევ ერთხელ საუბრობს იმ დარღვევებზე, რომელიც დღეს დაფიქსირდა. მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში "ქართული ოცნება" იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს, ასევე პროცესში ჩართული იყვნენ ე.წ. ძველი ბიჭები, კრიმინალური ავტორიტეტები.

„ჩვენ იქ ვხედავდით უძლურ პოლიციას როდესაც ეს ადამიანები ძალადობდნენ. ჩვენ ვაჩვენეთ არაერთი ფაქტი, პირდაპირ უბანთან ზეწოლის რომ შემოეხაზათ 41. ჩვენ ვნახეთ პირდაპირ თავდასხმა ფიზიკური, მუქარა უბნებზე. ეს იყო ის კლიმატი რომელიც არის პირდაპირი საფრთხე ქვეყნისთვის,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

დღის ამბები