პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას ვერავის შეუზღუდავს, თუმცა სადაც მოხდება კანონის დარღვევა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად - ეს განცხადება, საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზებასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლებას არჩევნებში გასამარჯვებლად, მით უმეტეს მთაწმინდაზე, კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება არ სჭირდება.
”ყველამ ვინც, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არ აქვს მნიშვნელობა ვის - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მოქალაქეს, პოზიციას თუ ოპოზიციას, ყველა იქნება დასჯილი. ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება იმისთვის რომ გაიმარჯვოს, მით უმეტეს მთაწმინდაზე, არ სჭირდება,“-აცხადებს გახარია.