19 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
გახარიას კადრმა სამართალდამცველთა დანაშაული რომ უნდა გამოიძიოს - ოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატებს მხარს არ უჭერს

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილ ორ კანდიდატს, ვალერი ლომუაშვილსა და ლონდა თოლორაიას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. 

როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, კანდიდატების შერჩევა კანონდარღვევით მოხდა და შესაბამისად სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ეს ორი პირი მათ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. 

როგორ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ტუღუში აცხადებს, პრობლემას ასევე წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ლონდა თოლორაია შს სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსანია. ვალერი ლომუაშვილი კი ყოფილი თანამშრომელი. ტუღუშის განცხადებით, მისი მთავარი მოთხოვნა სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნის დროს სწორედ ის იყო, რომ ამ თანამდებობაზე სამართალდამცველი სტრუქტურაში ნამუშევარი პირი არ უნდა დანიშნულიყო.   

გიორგი ტუღუში პარლამენტი-ის სურათის შედეგი„ქალბატონ თოლორაიას საწინააღმდეგო პიროვნულად არაფერი მაქვს, ვთვლი, რომ იგი საკმაოდ წარმატებულია იმ თანამდებობაზე, სადაც ამჟამად მუშაობს, მაგრამ როდესაც საკითხი ეხება შს სამინისტროს მაღალჩინოსნის, გარდა ამისა, მინისტრთან დაახლოებული პირის დანიშვნას, თანამდებობაზე, რომელმაც მომავალში უნდა გააკონტროლოს სამართალდამცავთა საქმიანობა და გამოიძიოს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული აქ უკვე გვაქვს სერიოზული პრობლემა,“-აცხადებს ტუღუში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე კი ფიქრობს, რომ ორივე წარდგენილი კანდიდატის, განსაკუთრებით კი ლონდა თოლორაიას არჩევა ქვეყანაში არსებულ პოლიციურ რეჟიმს კიდევ უფრო გაამყარებს. გოცირიძის განცხადებით, გახარიას კადრის სახელმწიფო ინსპექტორად დანიშვნით ყველა ინსტიტუტი სამართლებრივი სისტემისა და ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი„დავინახავთ როგორი მოსამართლეები შემოდიან, პროკურორები და გამოცდილი ივანიშვილი მომსახურე მოსამართლეები. ინსპექტორიც დღეს ფაქტობრივად იგივე ხაზის გაგრძელებაა, ქვეყანა დაემსგავსა კი არა ფაქტობრივად უკვე არის პოლიციური სახელმწიფო,“-აცხადებს გოცირიძე.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს დღეს კანონმდებლები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ. სხდომა უკვე დაწყებულია. 

დღის ამბები