19 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
„ძალად არჩეული მერი!“ "მირანდა საოლქო ბიძინას ბუტკა გგონია?" - ზუგდიდში საკრებულოს სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს 

„ძალად არჩეული მერი“ - ზუგდიდში საკრებულოს სხდომა აქცია-პერფორმანსისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

საკრებულოს სხდომაზე, სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა, ზუგდიდის მერად გეგა შენგელიას დანიშვნა და ის ძალადობრივი მეთოდები გააპროტესტეს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების დროს გამოიყენა.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ, ზუგდიდის სოფლებში კრიმინალური ჯგუფები შექმნა, რათა გატაცების, დაშინების, ფულის გადახდის და დასჯის მეთოდებით, გეგა შენგელია მერად გაეყვანათ.

ახალგაზრდებმა გია დანელიას „ზუგდიდის სირცხვილი უწოდეს“. სწორედ გია დანელია ფიგურირებს იმ ჩანაწერში, სადაც ისმის, როგორ საუბრობს გია დანელია, ზუგდიდში, ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე.

თავად გია დანელიამ, საკრებულოს ოპოზიციას 9 წლიანი მმართველობა შეახსენა. 

დღის ამბები