სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე პარლამენტმა ლორაიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. თოლორაიას კანდიდატურამ 8 ხმა მიიღო.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ორი კანდიდატურა - ლონდა თოლორაია და ვალერი ლომუაშვილი იყვნენ წარდგენილნი. დეპუტატებმა კანდიდატურებს კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. ვალერი ლომუაშვილმა კი საჭირო ხმები ვერ მიიღო.
კანდიდატებმა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის საკუთარი ხედვები წარადგინეს.
სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუციის ხელშიც არა მხოლოდ მოსმენების ე.წ. გასაღები აღმოჩნდება, არამედ მასვე დაევალება სამართალდამცველთა დანაშაულის გამოძიება. ლონდა თოლორაია შს სამინისტროში ერთ-ერთ საკვანძო თანამდებობას იკავებს. სწორედ ამიტომ ყველაზე მეტი კითხვა თოლორაიას მისამართით დაისვა. მას ოპოზიციიდან ჰკითხეს, თვლის თუ არა ხელისშემშლელ ფაქტად მისი შს სამინისტროში მუშაობას, როცა სახელმწიფო ინსპექტორს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიება ევალება.
მისი თქმით, მისი მუშაობა შს სამინისტროში არ შეიძლება გახდეს მისი კანდიდატურის დაწუნების მიზეზი, რადგან მას პოლიტიკური დავალება არასოდეს შეუსრულებია. თოლორაიას ასევე ჰკითხეს წინა ხელისუფლების დროს პროკურატურაში მუშაობის პერიოდზე. მისი განცხადებით, ყველა დროს ყველა თანამდებობაზე ის მოვალეობას კანონის დაცვით პირნათლად ასრულებდა.
„ვერასოდეს ვერავინ იტყვის,რომ რომელიმე ეტაპზე მე არაკეთილსინდისიერად ან კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით ვახორციელებდი ჩემს სამსახურეობრივ უფლებამოსილებას.
ვფიქრობ, რომ ის წარმატება იერარქიული და პროფესიული ,რომელიც მე ამ სისტემაში მქონდა იყო ერთადერთი მიზეზის დამსახურება, ის რომ მე ყოველთვის კეთილსინდისიერად ვასრულებდი აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობას. არ ვარ პოლიტიკოსი, ამიტომ რეჟიმების შეფასებისგან თავს შევიკავებ. არ შემისრულებია არასდროს არანაირი პოლიტიკური დაკვეთა.
ვფიქრობ, რომ ეს კითხვის ნიშნები,რომელიც მხოლოდ აბსტრაქტულია და არა კონკრეტული აბსოლუტურად არანაირ ლოგიკას და ფაქტებს არ ემყარება,ა მიტომ მე ამ კითხვაზე მეტს აღარ გავაგრძელებ,“- განაცხადა თოლორაიამ.