19 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
"ის, რაც ივანიშვილმა და კალაძემ ამ ქალაქს აკადრეს გუშინ, ეს ქალაქი მას არ აპატიებს" - ოპოზიცია შუალედური არჩევნების მეორე ტურზე 

ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ საზოგადოება გადააქციოს ბრბოდ - ასე აფასებს ოპოზიცია გუშინ, მთაწმინდის ოლქში ჩატარებული შუალედური არჩევნების მეორე ტურს.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ნინო გოგუაძის თქმით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ თანამშრომლობდნენ და ერთობლივად მოქმედებდნენ კრიმინალები, ე.წ. ძველი ბიჭები და პოლიცია. მიზანი კი იყო ის, რომ შეშინებულ ამომრჩეველს გადაწყვეტილება „ოცნების“ სასარგებლოდ მიეღო.

Related image

„სამ ქალს დაგვესივნენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დაგვესივნენ. აი, ეს მაგარი ბიჭები, მაგრამ სამაგიეროდ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მართლები, ერთი წამით არ შეგვშინებია. პირიქით, იქით შევაშინეთ, იქით შეეშინდათ სახეების გამოჩენა, იმიტომ რომ ზუსტად იციან, რომ დასამალი აქვთ ეს სახეები. იქვე იდგა პოლიცია, რომელიც უყურებდა ამ წივილ-კივილს, ამ დაპირისპირებას, დეპუტატისთვის ხელის შეხებას. ბიძინა ივანიშვილი იმის მაგივრად, რომ საზოგადოება შექმნას, საზოგადოებისგან აკეთებს ბრბოს. ის, რაც მან და კალაძემ ამ ქალაქს აკადრა გუშინ, ეს ქალაქი მას არ აპატიებს,“- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურის ძალადობრივი მეთოდებით ჩატარებაზე საუბრობენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ივანიშვილის გუნდს აღარაფერი დარცა სასაუბრო ხალხთან. 

Related image„მთაწმინდის და ზუგდიდი არჩევნებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას არ აქვს სასაუბრო ხალხთან. ისინი ვერ აგვარებენ მათ პრობლემებს და დარჩათ მხოლოდ და მხოლოდ კრიმინალთან, ძალადობრივი გზით არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. უახლოეს გადამწყვეტ არჩევნებში საზოგადოება აჩვენებს ხელისუფლებას თავის ძალას და ამ ადამიანებს გაისტუმრებს სახლში,“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

დღის ამბები