19 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
„არის მუდმივი მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება,“ - ოპოზიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არასწორი მუშაობის გამო აკრიტიკებს

ოპოზიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წლიურ ანგარიშს ეხმაურება, რომელიც მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე წარადგინა. ისინი  ეროვნული ბანკის არასწორ მუშაობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ გვენეტაძის ხელმძღვანელობით ბანკმა არაერთი შეცდომა დაუშვა.

ოპოზიციის წარმომადგენლებს აინტერესებთ, როგორ აპირებს ეროვნული ბანკი ფასების ზრდასთან გამკლავებას. „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გვენეტაძისგან პასუხს საბანკო რეგულაციებით გამოწვეულ პრობლემებზეც ელის.

„მიუხედავად იმისა, რომ ბატონი გვენეტაძე გვეუბნება, რომ ფურცელზე ანგარიში ყველაფერი კარგად ჩანს, მან უნდა ქართულ საზოგადოებას აუხსნას, როგორ აპირებს ეროვნული ბანკი, ჩვენი მოქალაქეები დაიცვას ფასების იმ ზრდისგან, რომელიც აღარიბებს ჩვენს მოსახლეობას და ურტყამს მათ კეთილდღეობას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, მან ახსნას ის საბანკო რეგულაციების მავნე შედეგიც, რაც აისახება  ეკონომიკურ გზაზე,“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე  ყურადღებას ლარის არამდგრადობაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ ასეთი არასტაბილური ეკონომიკური გარემო ბიზნესზე უარყოფით გავლენას იქონიებს.  

„მეშვიდე  წელიწადია არის მუდმივი მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება, რომ ფასები გაიზრდება, ბიზნესი ვერ გეგმავს თავის მომავალს, ვინაიდან არ იცის, თუ როგორი იქნება ლარის კურსი დღეს, ხვალ. ქვეყანა არის იმპორტზე დამოკიდებული და ნებისმიერი ლარის ასეთი მკვეთრი რყევები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ეს ყოველთვის ბიზნეს გარემოზე მოქმედებს ცუდად,“- განაცხადა გოცირიძემ.

 

დღის ამბები