განახლება იქნება საკმაოდ მასშტაბური, მათ შორის საპარლამენტო წარმომადგენლობის კუთხითაც - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მუშაობა პარტიამ უკვე დაიწყო და ქართული ოცნება საზოგადობას განახლებულ გუნდს შესთავაზებს. ვინ ვერ მოხვდება სიაში მოქმედი შემადგენლობიდან, ამაზე პარლამენტის თავმჯდომარეს არ უსაუბრია.
"ამ კუთხით მუშაობა დაწყებულია და შედეგებს იხილავს საზოგადოება, ამომრჩეველი იმ დროს როდესაც გახურდება საარჩევნო კამპანია. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი წელი მოსამზადებლად საარჩევნო პროცესისთვის და მანამდე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი აქტივობები იმისთვის, რომ განახლებული გუნდით წარდგეს "ქართული ოცნება" ამორჩევლის წინაშე. მნიშვნელოვანია საკადრო განახლება, მნიშვნელოვანია შინაარსობრივი განახლება და ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.