19 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ვის ტოვებენ და ვის უშვებენ -ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნებისთვის გუნდის განახლება დაიწყო

"ქართულ ოცნებას" წინ პოლიტიკურად ცხელი ზაფხული ელოდება. მმართველი პარტიის ახალი საარჩევნო სიის ძირითადი კონტურები სწორედ ამ ზაფხულს მოიხაზება. 2020 ის მძიმე არჩევნების საარჩევნო კამპანიის დაწყება, პოლიტიკურ პარტიების მინიმუმ ერთი წლით ადრე 2019 წლის შემოდგომიდან მოუწევთ.

მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს და დიდ ცვლილებებს აანონსებს. "ქართულ ოცნებაში" ამ ეტაპზე დაბნეულობა და გაურკვევლობაა, ვის ტოვებენ და ვის უშვებენ, ეს ჯერ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იცის. მმართველი პარტია ახლა რამდენიმე ბანაკად არის დაყოფილი. ირაკლი ღარიბაშვილი მის გუნდს და კალაძე-კობახიძე კი თანამოაზრეებს ლობირებენ. იქნებიან თუ არა ახალ გუნდში, ეს ჯერ პირველი თაობის მეოცნებეებმაც არ იციან.

ნუკრი ქანთარიამ "ოცნების" გუნდიდან პირველმა დაადასტურა, რომ 2020 წლის საპარლამენტო სიაში აღარ იქნება. ერთ ერთი ძველი მეოცნებე თავის ადგილს პარტიაში ვეღარ ხედავს. იმ შემთხვევაში თუ კი ახალ სიაში მაინც ჩაწერენ, ლიდერებს მისი დათანხმება გაუჭირდებათ.

"ქართულ ოცნებას" ძველი სახეების გაშვება ამჯერად განსაკუთრებული სიფრთხილით მოუწევს, საპარლამენტო სავარძლების ნაცვლად მათ რაიმე სხვა, უფრო მომხიბვლელი პოზიციები უნდა შესთავაზოს, რადგან დიდი რისკის რომ ოცნებიდან გაშვებულები განაწყენების შემთხვევაში, ასევე ოცნების ყოფილი წევრების შექმნილ პოლიტიკურ პარტიებში აღმოჩნდნენ. ასეთი პარტიები კი ხმებს პირდაპირ ივანიშვილის პარტიას ართმევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები