19 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
„ოპოზიცია დაბნეულია" - თალაკვაძე ოპონენტებს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობას სთავაზობს

„ეს არგუმენტი არის ღიმილის მომგვრელი და იაფფასიანი მცდელობა იმისა, რომ ოპოზიციამ თავი გაიმართლოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ,“ - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩევნებში კრიმინალების მონაწილეობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს.

არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობის დაწყებას სთავაზობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ცვლილებები ეუთოს რეკომენდაციებიდან გამომდინარე უნდა იქნას შემუშავებული. თუმცა რა ცვლილებებზე საუბრობს მმართველი პარტია, თალაკვაძე არ აკონკრეტებს

„ოპოზიცია დაბნეულია, ამიტომ მათ ვთავაზობთ კონკრეტულ სამუშაო პროცესს, დავსხდეთ სამუშაო მაგიდასთან და ეუთოს რეკომენდაციის ფარგლებში ერთად განვიხილოთ ის ცვლილებები, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში არის შესატანი. მზად რომ არ ვიყოთ, რა თქმა უნდა, ამ განცხადებას არ გავაკეთებდით,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები