მას ქართულად უჭირს გადმოცემა და რა იგულისხმა, ვერ გეტყვით - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
გიორგი ქობულიას განცხადებით, მინისტრობის პერიოდში ჰქონდა განცდა, რომ ქვეყანა მიკერძოებული გარიგებების მსხვერპლია.
თბილისის მერმა კი ყოფილი თანაგუნდელის სკანდალური განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ გიორგი ქობულიას ქართულად აზრის გადმოცემა უჭირს.