19 ნოემბერი 2024,   04:54
ვრცლად
"შე ყეყეჩო ადამიანო, შენა, გიგა ბოკერია!" "შე ვიგინდარა ცეკას ინსტრუქტორო... “ - დაპირისპირება ვოლსკისა და ბოკერიას შორის

პოლიტიკური საქმის გარჩევა დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერ შეურაცხყოფაში რამდენჯერმე გადაიზარდა. მწვავე ბრალდებები და განცხადებები კი მთაწმინდის ოლქში გამართული მეორე ტურის შეფასებებს მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, საპარლამენტო უმრავლესობის ვიცე-სპიკერს ვიგინდარა და ცეკას ინსტრუქტორი უწოდა. გია ვოლსკიმ კი მას უთხრა, რომ მისი თანაგუნდელები ღირსეული ადამიანები არიან და ყავარჯნით ხელში მამაკაცები არ გაუუპატიურებიათ.

გია ვოლსკიმ ბოკერიას ყეყეჩი უწოდა. ამ რეპლიკებს კი ხმაური, სიტყვიერი დაპირისპირება და გინება მოჰყვა.

„რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს, არათუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას, არიან პატრიოტები და მათ თქვენგან განსხვავებით, ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი.

არ მოუკლავს ქუჩაში ახალგაზრდა, არ უწამებია და არ უქნევია ხელები ასეთი გამეტებით, როგორც თქვენ ხართ. შე ყეყეჩო ადამიანო, შენა, გიგა ბოკერია!“-მიმართა ვოლსკიმ ბოკერიას.

საქმე იქამდე მივიდა, რომ დეპუტატებმა ეთიკის საბჭოს საგანგებო სხდომა ჩანიშნეს.

დღის ამბები