19 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
„არ ვაცდი არც პოლიტიკოსობას, არც ოპოზიციონერობას“ - სოსო რობაქიძე ოქრუაშვილის პარტიის პრეზენტაციაზე მივიდა 

პოლიტიკური მოძრაობის, ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი ყრილობის დაწყებამდე ადგილზე სოსო რობაქიძე მივიდა. მან პოლიტიკაში ოქრუაშვილის დაბრუნება გააპროტესტა, რასაც ხმაური მოყვა. შერატონი მან რამდენიმე წუთში დატოვა.

„მე მაგათ დავპირდი, არ ვაცდი არც პოლიტიკოსობას, არც ოპოზიციონერობას, არც მთავრობაში მოსვლას. ამის მიზანია ნაციონალებთან გადასვლა და იმ სიით შეძვრომა. სანამ დეპუტატი გახდება, მე გაძლევთ პირობას, რომ მანამდე ამოყოფს ოქრუაშვილი თავს აქ“,- განაცხადა სოსო რობაქიძე.

მისი თქმით, ძალიან საშიში ხალხი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას. მათ საწინააღმდეგოდ საბრძოლველად კი სოსო რობაქიძე მოძრაობა „გადავარჩინოთ სიცოცხლის“ გააქტიურებას გეგმავს.

დღის ამბები