19 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
თქვენ ხართ ტოქსიური პოლიტიკური ძალა - თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს

ე.წ. ძველი ბიჭებითა და კანონიერი ქურდებით ჩატარებული არჩევნები - პარლამენტში სესია მთაწმინდაზე ჩატარებული შუალედურ არჩევნებზე საუბრით დაიწყო.  ოპოზიცია მმართველ გუნდს კრიმინალებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

პოლიტიკური ურთიერთბრალდებები პირადი შეურაცხყოფაში გადაიზარდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კოლეგების ბრალდებებზე საპასუხოდ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თავად არიან ძველი ბიჭები, რადგან ისინი სწორედ ასეთი ტერმინოლოგიით საუბრობენ და მენტალიტეტიც ასეთი აქვთ. თალაკვაძემ ყველას მოუწოდა, რომ არ ითანამშრომლონ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რადგან ისინი ტოქსიური პოლიტიკური ძალაა და არჩევნებში გამარჯვებას ვერავის მოუტანენ. 

„ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ თქვენ ხართ ტოქსიკური პოლიტიკური ძალა. ვინც თქვენს გვერდით დადგება, ის განწირულია წაგებისთვის და შალვა შავგულიძესავით, ვინც მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თქვენს გვერდით დადგეს და არჩევნები მოიგოს, მათ მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ხართ ტოქსიკური ძალა და თქვენთან ერთად მოგებაზე კი არ უნდა იფიქროს ადამიანმა, ყველაზე მცირეს, რას მიიღებს  შედეგს ამაზე უნდა იფიქროს,“-განაცხადა თალაკვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები