19 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
"გამარჯვებული საქართველო" - ახალი პოლიტიკური მოძრაობა დაფუძნდა 

"მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დააფუძნებს საერთო ეროვნულ მოძრაობას" - ცოტა ხნის წინ, ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ ”გამარჯვებული საქართველოს” ყრილობა გამართა. ყრილობაზე გუბაზ სანიკიძემ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც ახალდაფუძნებულ პარტიას გააჩნია. 

გუბაზ სანიკიძის თქმით, ქვეყანაში კრიმინალური ოლიგარქია უნდა დასრულდეს და მას გამარჯვება სჭირდება. 

„თანამოქალაქენო, დღეს ჩვენი სამშობლო, საქართველო ისევ გზაგასაყარზე დგას. ერთი გზა, რომელსაც გვთავაზობს ხელისულება და მისი თავი კაცი, მიემართება ბნელ საკუჭნაოში, სადაც ბატონობს უმეცრება, უიმედობა, სიცრუე, სულმოკლეობა, სიძულვილი, დასმენა, სადაც საერთო ეროვნული ინტერესი ჩანაცვლებულია პირადი კერძო ინტერესით, სადაც სამშობლოს სიყვარულს არჩევენ ერთი ადამიანის ადმინისტრაციულ მონობას. სადაც განვითარება და წინსვლა უარყოფილია სასაფლაოს სტაბილურობით, სადაც დამკვიდრებულია პოლიტიკური ეკონომიკური, ზნეობრივი ანტისანიტარია, სადაც სახელწიფო იმართება ერთი ადამიანს სურვილით და არა კანონით, სადაც სიტყვა ფასი აღარ აქვს. სადაც ღირსებას ვერცხლით წონიან."

"ამიტომ, ჩვენ და კიდევ ბევრი სხვა ჩვენი თანამოაზრე გთავაზობთ, მეორე გზას, სადაც ჩვენს სამშობლოს ექნება განვითარების პერსპექტივა, სადაც საქართველო დაიბრუნებს კავკასიის მედროშის პოზიციას, სადაც ხალხი დაპურდება, სადაც გაგრძელდება რეფორმები და მოდერნიზაცია, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ ნიჭისა და შესაძლებლობების ასპარეზი, სადაც მოხუცებს ექნებათ სარჩო და დაფასება... ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დააფუძნებს საერთო ეროვნულ მოძრაობას, რომელიც გააერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს შინ და გარეთ...“ - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

 

დღის ამბები