პარლამეტში სესია მწვავე ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. კამათის თემა დავით გარეჯია. „ქართული ოცნებამ“ და“პატრიოტთა ალიანსმა“ სადემარკაციო საზღვართან დაკავშირებულ პრობლემებში წინა ხელისუფლება დაადანაშაულა. ოპოზიციამ კი საპარლამენტო უმრავლესობას საბჭოთა ხელისუფლებასთან კავშირი შეახსენა.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა „ოცნებას“ შეახსენა ის პასუხისმგებლობები, რომელიც მისი თქმით, მმართველ პარტიას ქვეყნის წინაშე აქვს. მან ასევ "ქართულ ოცნებას" ფაქტების შეგნებულად დამახინჯებაში დასდო ბრალი. გიორგი კანდელაკის განცხადებით, „ოცნება“ შეგნებულად ცდილობს ისე წარმოაჩინოს თითქოს გარეჯის პრობლემები წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, მაშინ როდესაც მშვენივრად იცის, რომ საზღვარი საბჭოთა ოკუპანტებმა გაავლეს.
„თუ კიდევ იყო დარჩენილი რამე კითხვა იმის შესახებ თუ ვინ დგას დავით გარეჯის ირგვლივ ბოლო ესკალაციის უკან, ვის სურს საქართველოს გაუფუჭდეს ურთიერთობები აზერბაიჯანთან, ვის სურს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან ფოკუსის გადატანა სხვაგან, ყველა ამ კითხვას გაეცა პასუხი- ქართულ ოცნებას. იცით რატომ ქართულ ოცნებას? იმიტომ, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს აწარმოებს კამპანიას ამ საკითხის ირგვლივ სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის მიზნით. ჩემი კოლეგები, რომ გამოდიან ხოლმე ქალბატონი ქაცარავა მაგალითად სხვადასხვა კონფერენციებზე და ლამაზ სიტყვებს ამბობენ, როგორ სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ქალბატონო სოფო, თქვენც ინაწილებთ თქვენს წილ პასუხისმგებლობას აი ამ ყველაფერზე. თქვენც თანამონაწილე ხართ ამ ყველაფრისა. კომუნისტმა ოკუპანტებმა გაავლეს იქ საზღვარი. აზერბაიჯანმა კი არ გაავლო საზღვარი. იმ კომუნისტურმა პარტიამ რომელსაც თქვენ ემსახურებოდით ბატონო გია. ჩვენ არ ვამბობთ თქვენ ხართ მკვლელები. ასეთ ლექსიკას ჩვენ არ ვიყენებთ. და გასაგებია, რომ 30 -იანი წლების სისხლის მდინარეებისთვის, რომელიც კომუნისტურტმა პარტიამ საქართველოში დააყენა შეიძლება თქვენ უშუალოდ არ აგებთ პასუხს. მაგრამ თუ წარსულზეა უშუალოდ საუბარი, ვისაუბროთ წარსულზე. რა თქმა უნდა ვისაუბროთ და ყოველთვის შეგახსენებთ ჩვენ თქვენს წარსულს. ბატონი კოპალიანი 9 აპრილის შემდეგ სწავლობდა გორკის პარტიის უმაღლეს სკოლაში. ასე რომ თუ წარსულზე ისაუბრებთ, ჩვენც ვისაუბრებთ და ყოველთვის შეგახსენებთ თქვენს წარსულს, რომელშიც ემსახურებოდით საბჭოთა ოკუპანტებს რომელმაც გაავლო სწორედ ეს საზღვარი,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
"ქართული ოცნება" გააკრიტიკა ზურა ჭიაბერაშვილმაც. მისი თქმით, მმართველ პარტიას არ ჰყოფნის პოლიტიკური ნება რომ ხალხს უთხრას რეალური ფაქტები.
„არ გყოფნით პოლიტიკური ნება, რომ საჯაროდ უთხრათ ხალხს ფართოდ, რომ დავით გარეჯში ის საზღვარი კომუნისტების მემკვიდრეობა არის. და იმათმა დატოვეს ასე საზღვარიო რასაც აქ პატრიოტთა ალიანსი ლაპარაკობს . რატომ იმიტომ რომ შინაგანად თქვენ თვითონ არ გჯერათ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის. არ გჯერათ ამ ქვეყნის წარმატების და თქვენ ამბობთ ასეთ რაღაცას, რომ ეს ქვეყანა მაინც სიღარიბეში დარჩება და მე რატომ მივიკლო ხაზინის ქურდობა,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.