საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედვას. პრეზიდენტისთვის პრობლემას არ წარმოადგენს არც საარჩევნო უბნებთან ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლის ნებას აკონტროლებენ.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მთაწმინდის ოლქში გამარჯვება ხელისუფლების კანდიდატს მიულოცა და სხვა დამატებითი საკითხებისთვის "კურიერის" ჟურნალისტს შეკითხვების წერილობით გაგზავნა სთხოვა.
„არჩევნებმა საერთო შეფასებებით, ჩაიარა ნორმალურ ვითარებაში. რა თქმა უნდა, დარღვევები იყო, როგორც ყველა სხვა არჩევნებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს მათი გაანალიზება და შეფასება იმისათვის, რომ შემდეგ არჩევნებზე იყოს უფრო კარგი საარჩევნო გარემო, მაგრამ ამ ეტაპზე, საერთო შეფასებით, არჩევნები შედგა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.