19 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
"ივანიშვილს აქვს აკვიატება, რომ პოლიტიკოსების ინკუბატორი გააკეთოს და ვნახოთ, ვის გამოჩეკავს" - გუბაზ სანიკიძე

"გამარჯვებული საქართველო" - ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა დღეს საზოგადოებას წარუდგინეს. მოძრაობის რიგებს ახალ სახეებთან ერთად საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეებიც არიან. "გამარჯვებული საქართველოს" რიგებშია მმართველი პარტიის ყოფილი თანაგუნდელი გუბაზ სანიკიძე.

ყრილობაზე გუბაზ სანიკიძემ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც ახალდაფუძნებულ პარტიას აქვს. მისი თქმით, "ქართული ოცნება" არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველას უპირისპირდება.  

"ნეტარ არიან მორწმუნენი, ოღონდ ბრჭყალებში. „ქართულ ოცნებას“, ხედავთ ხომ სრული ეროზირება არის, ძველები გუშინ გააძევეს და ახალი ბარტყების გამოჩეკვას აპირებს.

ბიძინა ივანიშვილს აქვს აკვიატება, რომ ინკუბატორი გააკეთოს პოლიტიკოსების და ვნახოთ, ვის გამოჩეკავს. „ქართული ოცნება“ არ არსებობს, პრობლემა ქვეყანაში არის ერთი კაცის და აქ ყველა კი არ უპირისპირდება მას, ის დაუპირისპირდა ყველას. ამიტომ ფორმულა ყველა ერთის წინააღმდეგ კი არ არის, ერთია ყველას წინააღმდეგ, მუშაობს,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

"გამარჯვებული საქართველოს" წევრია იურისტი ვალერი გელბახიანი. მისი თქმით, ახალი მოძრაობა იმ ხალხისთვის შეიქმნა, ვინც არც მმართველი პარტიის მხარდამჭერია და არც "ნაციონალური მოძრაობის". გელბახიანის განცხადებით, ასეთი მოქალაქეები ამომრჩევლის 60% შეადგენს და მათ დუმილს "ქართული ოცნება" სათავისოდ იყენებს, რისი მოთმენაც აღარ შეიძლება. 

„ამის მოთმენა და ეს მოთმენა, რომ ვიღაცას ჰგონია, რომ მის სასრგებლოდ არის ამის ბოროტად გამოყენება, არ შეიძლება. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ის ვინც არ არის არცერთ ბანაკში, ეს არის, დაახლოებით, 60%, ეს ადამიანები ჩუმად რომ არიან, ამიტომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ, პრაქტიკულად, მიიტაცეს ხალხის ძალაუფლება, სახელმწიფოს ფუნქციები, სახელმწიფოს მიტაცებას აქვს ადგილი. იმით სპეკულირება, რომ ჩვენ 60% ჩუმად ვართ და ამიტომ მოსათმენია - აი, ეს ზღვარია გადალახული. ვისაც სამშობლო უყვარს, ალბათ, დღეს დროა იმისთვის, რომ დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ქართველი ხალხისათვის,“ - აცხადებს ვალერი გელბახიანი.

კოტე კემულარიას განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობის წევრები მოუწოდებენ ყველას, მათ შორის ემიგრანტებს, რომ მიიღონ მონაწილეობა ახალი პოლიტიკური სპექტრის შექმნაში.

მისი თქმით, პარტიის კარი ყველასთვის ღიაა. კემულარიას განცხადებით, მომავალში სახელმწიფო აუცილებლად პროფესიონალებმა უნდა მართონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები