19 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
დაპირისპირება მმართველი გუნდის კლანებს შორის - ერთ-ერთი ვერსიით, სიხუაშვილის დაკავების ნებართვა ღარიბაშვილმა გასცა

კლანური დაპირისპირების ახალი დეტალებ - „ქართული ოცნების“ ორი დაჯგუფების კონფლიქტის მსხვერპლი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს და ბრალი პალატაში წარუდგინეს. ბიზნესმენ ალექსი სიხუაშვილს 7 მილიონის საქმეზე 9 წლით პატიმრობა ემუქრება. ახლა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, მაგრამ რამდენიმე დღეში ციხეში დაბრუნება მოუწევს.

საქმეში დღეს კახა კალაძის დაჯგუფება გამოჩნდა. არსებობს ვერსია, რომ ბიზნესმენის დაკავების ნებართვა მისმა ყოფილმა მფარველმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა, რადგანაც 7 მილიონიან ტენდერში სიხუაშვილმა თბილისის მერის გუნდი ჩართო.

თბილისის მერი ამტკიცებდა, რომ ბოლო დროის ხმაურიანი კორუფციული სკანდალის შესახებ არაფერი იცის, „კურიერს“ არ უყურებს და არ გაუგია, რომ საქართველო მთავრობამ თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის ძმის ხელმოწერით 7 მილიონი ლარი მისცა კომპანიას, რომლის დირექტორი სახელმწიფოს სახსრების მითვისების ბრალდებით დააკავეს. კალაძე ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალა.

რატომ დააკავეს „ბილდინგ დეველოპერის“ ხელმძღვანელი მაშინ, როცა „კურიერმა“ მისთვის გადარიცხული საბიუჯეტო თანხების შესწავლა დაიწყო და საგამოძიებო რეპორტაჟის ანონსი ეთერში გავიდა, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ხელისუფლებამ ბიზნესმენის იზოლირება მოახდინა, რათა ხმამაღლა არ ეთქვა, ვისთან მიჰქონდა წილი.

ადვოკატი მოსამართლესსიხუაშვილის 10 ათას ლარინი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ ის პატიმრობაში დატოვეს. ადვოკატი ამბობს, რომ სიხუაშვილი მსხვერპლია.

დღის ამბები